შეხვედრა ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან


შეხვედრა ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატში, გაიმართა შეხვედრა ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან.  ღონისძიების მიზანი იყო, ტურიზმის სფეროში საგანმანათლებლო და სატრენინგო პროექტებისა და გეგმების შესახებ, სექტორის წარმომადგენლებისთვის ინფორმაციის მიწოდება. შეხვედრაზე მიწვეული იყო საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის პრეზიდენტი ქ-ნი ია ერაძე, რომელიც შეხვდა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ქალბატონ მარიამ ქვრივიშვილს, დაიგეგმა მომავალი სამუშაო შეხვედრა.

შეხვედრა, პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა გახსნა. ,,საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა აქტიურად იყენებს საჯარო-კერძო დიალოგის პლატფორმას იმისათვის, რომ ბიზნესის წარმომადგენლებს, ამ შემთხვევაში კი ტურიზმის სექტორს, საშუალება ჰქონდეს, უფრო მეტი ინფორმაცია მიიღოს სახელმწიფოს შესაბამისი უწყებებიდან, მათ სექტორში დაგეგმილი პროექტების და აქტივობების შესახებ. ტურიზმის სფეროში, კვალიფიკაციის კუთხით არის გამოწვევები და ისინი, ერთობლივი ძალისხმევით უნდა გადაიჭრას.“-განაცხადა ნინო ჩიქოვანმა.