ისტორია


საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაცია (სკკა) 2013 წლის იანვარში საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამინისტროს სამხრეთ კავკასიაში დამსაქმებელთა გაერთიანების ხელშემწყობი პროექტის მხარდაჭერით შეიქმნა.  ასოციაციის შექმნის მიზნი იყო პროფესიულ განათლებაში კერძო პროვაიდერების კონსულტირება, ადვოკატირება, კვლევა და განვითარება. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა კერძო კოლეჯების წინაშე მდგარი პრობლემების გადაჭრა. ბაზარზე არსებული 44 კერძო პროფესიული კოლეჯიდან 33 ჩვენი ასოციაციის წევრია. ასევე ჩვენი წევრია პროფესიული პროგრამის განმახორციელებელი  3 საბაკალავრო კერძო კოლეჯი და 3 კერძო სკოლა.  ასოციაციის კოლეჯები ფუნქციონირებენ  საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

 

ჩვენი წევრი კოლეჯები ახორციელებენ 49 პროფესიულ პროგრამას შემდეგი მიმართულებით: ჯანდაცვა, ბიზნესის ადმინისტრირება, ტურიზმი, ინჟინერია, სამართალი, სოციალური მეცნიერებები, ხელოვნება და სხვა.

ჩვენი პარტნიორები არიან: საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია, ჰამბურგის კერძო კოლეჯების ასოციაცია, ყაზახეთის კერძო კოლეჯების გაერთიანება, საქართველოს კარიტასი, ლატვიის და ლიტვის კოლეჯების ასოციაცია, ტალინის ჯანდაცვის კოლეჯი, პროფესიულ-ინკლუზიური განათლების განვითარების ასოციაცია, საქართველოს ექთანთა ასოციაცია, კერძო უმაღლესების ასოციაცია და სხვა.

 

ასოციაცია თანამშრომლობს სხვადასხვა  არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ჩართულია სხვადასხვა პროექტებში.