მიზნები


მიზნები და საქმიანობა:

  1. იზრუნოს პროფესიული განათლების სფეროში ისეთი ნორმატიული აქტების მიღებასა და არსებულ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის ინიცირებაზე, რომელიც ასოციაციის და მისი წევრების ინტერესების შესაბამისად, მიმართული იქნება პროფესიული განათლების სფეროში კერძო სექტორის განვითარებისა და ზოგადად ამ სისტემაში მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ.
  2. ხელი შეუწყოს ასოციაციაციის წევრების საქმიანობის აფექტურობის ამაღლებას; პროფესიულ პედაგოგთა პროფესიულ განვითარებას, ახალი სასწავლო პროგრამების შემუშავებასა და სწავლის მეთოდების დანერგვას; მასწავლებელთა შორის საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას.
  3. დაიცვას ასოციაციის წევრთა უფლებები, საჭიროებისამებრ გაუწიოს მათ ადვოკატირება
  4. დაეხმაროს ასოციაციის წევრებს მათი არსებული პრობლემების გადაწყვეტაში
  5. ხელი შეუწყოს აქტუალური პრობლემების მიმართულებით საგრანტო პროექტების ეფექტიან გამოყენებას და დონორთა ქსელის გაფართოებაზე მუდმივ ზრუნვას.
  6. პროფესიული განათლების პოპულარიზაციის მიზნით ფორუმების მოწყობა
  7. პროფესიული განათლების ევროპულ სივრცესთან შემდგომი ინტეგრაციის მიზნით დაამყაროს პარტნიორული ურთიერთობები უცხოურ პროფესიულ ასოციაციებთან/საგანმანათლებლო ცენტრებთან/კოლეჯებთან.
  8. ასოციაციის საჭიროებებიდან გამომდინარე გააფართოოს კავშირურთიერთობები სამთავრობო, არასამთავრობო, სხვადასხვა საჭირო ორგანიზაციებთან და მედიასთან.
  9. მოაწყოს კონფერენციები, სემინარები, კონკურსები, შეჯიბრებები და სხვა სტუდენტური ღონისძიებები.
  10. აქტუალურად ჩაერთოს მედია სივრცეში არსებულ გადაცემებში პროფესიულ განათლებაში არსებულ საჭირბოროტო საკითხებთან დაკავშირებით.
  11. წევრი კოლეჯების საჭიროებებიდან გამომდინარე იზრუნოს: პროფესიულ მასწავლებელთა და სასწავლებლისათვის ხარისხის გაუმჯობებესებისათვის საჭირო ტრენინგებებზე
  12. წევრი კოლეჯების ხარიხის ამაღლების ზრუნვის ფარგლებში აწარმოოს კოლეჯების ბრენდირება და უზრუნველყოს მათი შემდგომი მონიტორინგი
  13. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში უფროსკლასელთა პროფესიული ორიენტაციისა და საჭირო კონსულტაციის გამართვა
  14. წევრი კოლეჯების ინფორმირება პროფესიული განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებების შესახებ; კონსულტირება და საჭიროების შემთხვევაში კონკრეტული დახმარების აღმოჩენა
  15. წევრი კოლეჯების მიერ ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მონიტორინგი
  16. წევრი კოლეჯების საჭიროებების გამოვლენის სტატისტიკური ანალიზის განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაციის შეგროვება/დამუშავება
  17. სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობის მიღება, რაც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და ასოციაციის დებულებას.