სემინარი "საპენსიო შენატანებთან დაკავშირებით"


სემინარი "საპენსიო შენატანებთან დაკავშირებით"

2019 წლის 25 იანვარს საქართველოს ბიზნესის აკადემიაში, კერძო კოლეჯების ასოციაციის ინიციატივით კოლეჯების ხელმძღვანელებისა და ბუღალტრებისთვის ჩატარდა სემინარი "საპენსიო შენატანებთან დაკავშირებით.
საპენსიო სააგენტოს მოწვეულმა სტუმრებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს დამსაქმებელთა და თანამშრომელთა რეგისტრაციის, დეკლარაციების წარდგენის, ხელფასების დაბეგვრის და სისტემაში ასახვის პროცედურები.
სააგენტო საჭიროების შემთხვევაში კოლეჯებს გაუწევს კონსულტაციებსა და დახმარებებს.