შეხვედრა სამინისტროში


შეხვედრა სამინისტროში

2018-05-28 13:09:05

ძვირფასო ასოციაციის წევრებო! თქვენ დაგეგზავნათ კანონპროექტის "პროფესიული განათლების" შესახებ, ის ვერსია, რომელიც შესულია პარლამენტში განსახილველად.
მოგახსენებთ, რომ საჯაროდ განხილული ვერსიიდან ეს უკანასკნელი განსხვავებულია. 
უნდა ითქვას, რომ, კოლეჯების გაკვირვებასა და წუხილს იწვევს არა ზოგადად კანონპროექტი, არამედ 39 მუხლის 1 პუნქტის ა) ქვეპნქტი, რითაც ამ კანონის ძალაში შესვლისთანავე გვეზღუდება ე.წ საგნობრივი პროგრამების განხორციელება, განსხვავებით საჯაროდ განხილული კანონპროექტიდან გამომდინარე.
ამასთან დაკავშირებით დღეს 24 მაისს მოხდა შეხვედრა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილესთან ქ-ნ ქეთევან ნატრიაშვილთან, რომელსაც ეცნობა ის სირთულეები, რასაც კოლეჯებისმომართვიანობიდან გამომდინარე ადგილი ექნება კანონის ძალაში შესვლის შემდეგ. 
ქ-ნმა ქეთევანმა გვთხოვა თქვენთან კომუნიკაციით ორშაბათამდე, 28 მაისამდე, მიგვეწოდებინა თითოეული კოლეჯის არგუმენტირებული დასაბუთება თუ რა სირთულეებს აწყდებით ამ სახით კანონის 39 მუხლის 1 პუნქტის ა) ქვეპუნქტის ამოქმედების შემთხვევაში.
გთხოვთ ძალზე სწრაფად გამოგვეხმაუროთ ასოციაციის მეილზე და მოგვწეროთ თქვენი მოსაზრებები.